მანჩესტერ სიტის ფრანგი ფეხბურთელი რაიან ჩერკი ამავე გუნდის მთავარ მწვრთნელზე, პეპ გვარდიოლაზე საუბრობს.
"გვარდიოლა ნამდვილი გენიოსია, თუმცა ცოტა გიჟიცაა, ჩემსავით. ერთმანეთთან ბევრ თემაზე ვსაუბრობთ და მასთან კომუნიკაციით დიდ გამოცდილებას ვიღებ.
ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. ამით ვცხოვრობ და დიდ სიამოვნებას ვიღებ. როცა ხალხი სტადიონზე მოდის, მინდა სიამოვნება მივანიჭო. ყველას რაღაც პრობლემა აქვს, მე კი იმ 90 წუთში მსურს ჩემს თავსაც და ხალხსაც ეს ყველაფერი დავავიწყო და ვასიამოვნო", - განაცხადა ჩერკიმ.
შეგახსენებთ, რომ რაიან ჩერკი მანჩესტერ სიტის გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ლიონიდან შეუერთდა.









