საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ დაასახელა ფეხბურთელი, ვინც მისთვის პირველ რიგში მსოფლიო ჩემპიონატთან ასოცირდება. მადრიდის რეალის ფორვარდისთვის ასეთი მოთამაშე არის მისი თანამემამულე, ზინედინ ზიდანი.
"როდესაც ვფიქრობ მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი, რაც მახსენდება არის 2006 წლის ფინალი და ზიდანი. ეს ხომ მისი მონაწილეობით ბოლო მუნდიალი იყო. ზინედინი საფრანგეთში არის გმირი და უამრავი ადამიანის კერპი. დიახ, მახსოვს აღნიშნული ტურნირი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ხომ ფინალამდე მივიდა.
ფრანგმა კაპიტანმა მიიღო ლეგენდად ქცეული წითელი ბარათი, მსოფლიო ჩემპიონი კი საბოლოოდ იტალია გახდა.", - განაცხადა "სამეფო კლუბის" მე-10 ნომერმა. შეგახსენებთ, "მამლების" მოწინააღმდეგეები მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე იქნებიან ნორვეგია და სენეგალი, მე-3 ეროვნული გუნდის ვინაობა გარკვეული ჯერ არ არის.









