კატალონიური გრანდის ყოფილმა თავდამსხმელმა საკუთარი თავი დააყენა ისეთ ფეხბურთელებზე მაღლა, როგორებიც არიან ზიკო, რივალდო, ბებეტო, ადრიანო, სუარესი, ნეიმარი, მბაპე, ჰოლანდი. მის დონეს შეესაბამებიან რონალდო ნაზარიო, რონალდინიო გაუჩო, კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი - ასე მიიჩნევს თავად ვეტერანი.
58 წლის ყოფილ თავდამსხმელს მასზე დიდ ფეხბურთელად, როგორც აღვნიშნეთ, პელე და მარადონა მიაჩნია.
ჟურნალისტი მას ჩაეძია: "გამოდის, რომ რომარიოზე მაღლა მხოლოდ პელე და მარადონა არიან?", რაზეც ლეგენდარულმა 11-იანმა უპასუხა: "დიახ, ასეთია ჩემი აზრი".
რომარიოს ევროპული პერიოდი "ბლაუგრანას" გარდა მოიცავს პსვ ეინდჰოვენსა და ვალენსიას, კარიერის უმეტესი ნაწილი კი მან სამშობლოში გაატარა. ბრაზილიელ ყოფილ ფორვარდს მოგებული აქვს 1994 წლის მუნდიალი და ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო. კარიერის მანძილზე მან ჩაატარა 963 ოფიციალური მატჩი და გაიტანა 745 ბურთი.









