"მანჩესტერ სიტი? - ჩვენ რეალ მადრიდი ვართ, ვერ შეგვეშინდება. გასულ წელს ასპარეზობას გამოგვთიშეს და ახლა მოედანზე სამაგიეროს გადასახდელად გავალთ. საუკეთესო რომ იყო, ჯერ საუკეთესო უნდა დაამარცხო. ძალისხმევას არ დავიშურებთ და ივნისში ტიტულს აღვმართავთ".
"ლოს ბლანკოსმა" ჩემპიონთა ლიგა 14-ჯერ მოიგო, რაც აბსოლუტური რეკორდია. "ქალაქელებმა" კი ტიტული პირველად, გასულ წელს მოიპოვეს, როდესაც რეალი ნახევარფინალში ანგარიშით, 4:0 დაამარცხეს.
მიუხედავად ჩუამენის თავდაჯერებულობისა, გამორიცხული არ არის, რომ რეალს მანჩესტერ სიტის დამარცხება გაუჭირდეს, ვინაიდან, გვარდიოლას ბიჭები პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ცუდად არ გამოიყურებიან და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციას იკავებენ. რაც შეეხებათ მადრიდელებს, ისინი ამჟამად ლა ლიგას ლიდერობენ.
ჩუამენმა რეალის მაისურით მიმდინარე სეზონში 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.









