ოფიციალურად — სტეფანო პიოლი ფიორენტინას მთავარი მწვრთნელია! 59 წლის სპეციალისტმა "ვიოლასთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა და იტალიაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
გამოცდილი იტალიელი მწვრთნელი ბოლოს ალ ნასრიში მუშაობდა, საიდანაც გასულ თვეს გამოუშვეს.
შეგახსნებეთ, სტეფანო პიოლი ფიორენტინაში 2017-2019 წლებშიც მუშაობდა, იტალიელი სპეციალისტის ბოლო კლუბი სერია A-ში კი მილანი იყო.









