23-26 აპრილს, მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცა ჯუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობა საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
თავდაპირველი ინფორმაციით, სწორედ პოდგორიცაში უნდა დაბრუნებულიყო ტატამიზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური, რომელსაც პარიზის ოლიმპიადის შემდეგ არ უჭიდავია.
წინასწარ შემადგენლობაში, 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე იყვნენ, თუმცა, განაცხადი შეიცვალა და ოლიმპიური ჩემპიონის ნაცვლად, ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ჯაბნიაშვილი იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრების განახლებული შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
-60 კგ: გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ: გიორგი ჯაბნიაშვილი, ლუკა მაისურაძე
-100 კგ: ილია სულამანიძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი
-48 კგ: ჯულიეტა როდონაია
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
-63 კგ: ეთერ ასკილაშვილი
-70 კგ: მარიამ ჭანტურია
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი
ფოტო: IJF / თამარ ყულუმბეგაშვილი









