სერია ა-ს 25-ე ტურში ნაპოლიმ საკუთარ კედლებში მიიღო რომა, რომელთანაც ითამაშა ფრე, ანგარიშით 2:2. მოქმედი ჩემპიონი მარცხდებოდა ორჯერ, მაგრამ ორივე შემთხვევაში "პარტენოპეიმ" თამაშში დაბრუნება შეძლო. დონიელ მალენის დუბლს ლეონარდო სპინაცოლამ და ალისონ სანტოსმა უპასუხეს.
"აძური" და "ჯალოროსი" რჩებიან მესამე - მეოთხე ადგილებზე, თუმცა ლიდერ მილანის ინტერთან ჩამორჩენა უკვე 10 ქულაზე მეტია. სკუდეტოს მოქმედ მფლობელსა და "მგლებს" უსწრებს მილანიც, 1-ით ნაკლები ჩატარებული შეხვედრის გათვალისწინებითაც.
ნაპოლი 2:2 რომა
გოლები: 0:1, 1:2 დონიელ მალენი 7', 71', 1:1 ლეონარდო სპინაცოლა 40', 2:2 ალისონ სანტოსი 82'.









