შეხვედრის ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძელთა ფორვარდმა, ჰაერი კეინმა გახსნა — ინგლისელმა ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და რეკორდმაისტერი შესვენებაზე უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმის მიწურულს, 78-ე წუთზე ფრაიბურგის კარი ტომას მიულერმა აიღო და მატჩის საბოლოო ანგარიში, 2-0 დააფიქსირა. ორი ტურის შემდეგ, ბაიერნს 6 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო ფრაიბურგი 3 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს.









