პრემიერ ლიგის 33-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი ლესტერში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ლივერპულს უმასპინძლა. მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება იხილა. მატჩის ერთადერთი გოლი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა შეაგდო.
ლივერპულმა ამ მატჩის შემდეგ 79 ქულა მოაგროვა, რითაც პრემიერ ლიგის ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ლესტერი კი ამ შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად დაქვეითდა ჩემპიონშიპში.
ლესტერი 0-1 ლივერპული
გოლი: 0-1 ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი 76'.









