პრემიერ ლიგის 37-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი ეტიჰად სთედიუმზე გაიმართა. მაყურებელმა მანჩესტერ სიტისა და ბორნმუთის დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა.
პეპ გვარდიოლას გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვა. "ქალაქელებმა" ამ გამარჯვების შემდეგ 68 ქულა მოაგროვეს, რითაც მე-3 პოზიციაზე გადასვლა მოახერხეს.
მანჩესტერ სიტი 3-1 ბორნმუთი
გოლები: 1-0 ომარ მარმუში 14', 2-0 ბერნარდუ სილვა 38', 3-0 ნიკო გონსალესი 89', 3-1 დანიელ ჯებისონი 96'.









