სერია ა-ს 34-ე ტურის გახსნითი მატჩი ვენეციაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა მილანს უმასპინძლა. მაყურებელმა საკმად დაძაბული შეხვედრა იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა.
ამ მატჩის შემდეგ, სერჟიუ კონსეისაუს გუნდმა 54 ქულა მოაგროვა. "როსონერი" ამ ტურის შემდეგაც კვლავ მე-9 პოზიციაზე დარჩება. რაც შეეხება ვენეციას, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი 25 ქულით, მე-19 პოზიციაზე დარჩა.
ვენეცია 0-2 მილანი
გოლი: 0-1 კრისტიან პულისიკი 5', 0-2 სანტიაგო ხიმენესი 95'.
მატჩის მიმოხილვა









