სერია A-ს მე-10 ტურის ცენტრალური მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მილანისა და რომას დაპირისპირება იხილა. გუნდები ამ შეხვედრას საკმაოდ კარგ ფორმაში შეხვდნენ, რაც მოედანზე მათ მიერ ნაჩვენებ სოლიდურ პერფორმანსშიც კარგად გამოჩნდა.
იმის მიუხედავად, რომ რომამ მატჩი კარგად დაიწყო, შეხვედრის 39-ე წუთზე ყველაფერი შეიცვალა, როდესაც სტრაინია პავლოვიჩმა საკუთარი გუნდის წინ გაყვანა მაოხერხა. სერბმა ცენტრალურმა მცველმა რაფა ლეაოს შესანიშნავი საგოლე გადაცემით ისარგებლა და "როსონერი" დააწინაურა.
მეორე ტაიმში რომას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა პაულო დიბალამ 82-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა. "როსონერის" გუნდის კაპიტანმა მაიკ მენიომ უშველა, რომელმაც არგენტინელის დარტყმული მოიგერია.
მაქს ალეგრის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 21 ქულა მოაგროვა და მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა.
მილანი 1-0 რომა
გოლი: 1-0 სტრაინია პავლოვიჩი 39'.
მატჩის მიმოხილვა









