სერია A-ს 31-ე ტურის ცენტრალური მატჩი სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ნაპოლისა და მილანის დაპირისპირება იხილა.
მატჩი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა, თუმცა თუ ვინმე გამარჯვებას იმსახურებდა ეს ცალსახად ნაპოლი იყო. საბოლოო ჯამში, ანტონიო კონტეს გუნდმა მაქს ალეგრის გუნდი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და სატურნირო ცხრილში გადაასწრო. "პარტენოპეიმ" ამ ტურის შემდეგ 65 ქულა მოაგროვა, მილანს კი 63 ქულა დარჩა.
ნაპოლი 1-0 მილანი
გოლი: 1-0 მატეო პოლიტანო 79'.
მატჩის მიმოხილვა









