კრიშტიანუ რონალდუ ალ-ნასრში დარჩენასთან ახლოს არის. როგორც ცნობილი ხდება, ლეგენდარული თავდამსხმელი საუდის არაბეთში კიდევ 2 წელი ითამაშებს. პორტუგალიელ ფორვარდს რიადში დარჩენილი აქვს 3 მისია, რომლის განხორციელებას ის უახლოეს წლებში ეცდება.
პირველ რიგში, გამოსარჩევია 1000-გოლიანი ნიშნულის მიღწევა, რომლამდეც "ლურჯ-ყვითლების" კაპიტანს ამ დროისთვის 67 ბურთი აშორებს. მე-2 მისია: ტიტულის მოგება "ნეჯდის რაინდებთან" ერთად. დიახ, 2023 წელს მოგებულ არაბულ ჩემპიონთა თასს თუ არ ჩავთვლით, ლეგენდარულ მე-7 ნომერს ალ-ავალ პარკზე ჯერჯერობით არაფერი მოუგია.
ბოლოს კი მესამე მისია - შვილთან ერთად თამაში. კრიშტიანუ რონალდუ უმცროსი არის 14 წლის და ის ალ-ნასრის ახალგაზრდულ გუნდში ვარჯიშობს. როგორც აღვნიშნეთ, რონალდუ უფროსი რიადში დარჩება კიდევ მინიმუმ 2 წლით, რაც ნიშნავს იმას, რომ მამა - შვილის შეხვედრა მოედანზე შესაძლოა მართლაც შედგეს.









