"გალათასარაის ძლიერი შემტევები ჰყავს, ისინი საჯარიმოში ხშირად აწოდებდნენ, მათი ფლანგის მცველები 90 წუთი აქტიურობდნენ, ვინგერები კი ცენტრში იწევდნენ, ისინი ჩვენს მცველებს წნეხში ამყოფებდნენ, ჩვენ კი არ გვსურდა კართან მეტისმეტად ახლოს ვყოფილიყავით. გოლის გატანა მალევე მოვახერხეთ, გალას ფეხბურთელები სიჩქარეში ბევრ შეცდომას უშვებდნენ, რითიც ჩვენ ვისარგებლეთ. შემდეგ იყო მეორე გოლიც, რამაც საქმე გამიადვილა. ვულოცავ ჩემს გუნდს ამ გამარჯვებას. ძალიან ბედნიერები ვართ."

"დავამარცხე გალათასარაი, ამის მერე მოვუგებ ტრაბზონსპორს, შემდეგ კი იმ გუნდს, რომელიც ფინალში დაგვხვდება. სისტემა ისეთია, რომ ყველა ჩემპიონს უნდა ვაჯობოთ, რათა თასი ჩვენ დაგვრჩეს."
"ნახევარფინალში ვართ, ვითამაშებთ და ვნახავთ, რა გამოვა. ყოველთვის, როდესაც ტრაბზონში ვბრუნდები, განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება, ეს სულ ასეა, არ აქვს მნიშვნელობა იქ მწვრთნელის, გულშემატკივრის თუ ტურისტის სტატუსით ჩავდივარ. ბედნიერი ვიქნები, როდესაც ტრაბზონში კიდევ ერთხელ ჩავალ."
არველაძის კარაგუმრუკი თურქეთის თასის ნახევარფინალში ტრაბზონსპორს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალური წყვილი ანკარაგუჯუ - ბეშიქთაშია.