მატჩის შესახებ Lagazzeta.ge-სთან დავით ნინიაშვილმა ისაუბრა:
პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, ისინი დღეს სტადიონზე ჩვენს საქომაგოდ მოვიდნენ. კარგი თამაში გამოვიდა, ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, რომ
ლელო არ გაგვეშვა, სამწუხაროდ, ბოლო წუთებზე მაინც დაგვიდეს ლელო.
რაგბი ევროპის ფინალში ჩვენთვის ნაცნობ მეტოქეს, ესპანეთს ვხვდებით, ვისაც ჯგუფურ ეტაპზე ვეთამაშეთ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ესპანეთმა პორტუგალია დაამარცხა, ჩვენთვის რთული მეტოქე. დაველოდებით ესპანეთს და ვეცდებით, უფრო დიდი ანგარიშით მოვუგოთ, ვიდრე ეპანეთში, რადგან სახლში ვთამაშობთ და რა თქმა უნდა, სახლში თამაში ჩვენთვის უპირატესობაა.”
რაგბი ევროპის ფინალი 15 ან 16 მარტს (თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება), თბილისში გაიმართება. ბორჯღალოსნები ესპანეთ დაუპირისპირდებიან.
რაგბი ევროპის ფინალი 15 ან 16 მარტს (თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება), თბილისში გაიმართება. ბორჯღალოსნები ესპანეთ დაუპირისპირდებიან.
ფოტო: ირაკლი ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირი









