მზადების პროცესისა და მოახლოვებული მატჩების წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა.
ზურიკო ამ შეკრებას განსაკუთრებით კარგ განწყობაზე ხვდება, რადგან რამდენიმე დღის წინ სტ.ეტიენის მაისურით ლიგა 1-ში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
"კლუბში კარგი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, სანაკრებო პაუზამდე ცოტა ხნით ადრე. ბოლო თამაშს რომ თამაშობ და ასეთ შედეგს აფიქსირებ, ძალიან კარგია და ფსიქოლოგიურად მჭირდებოდა.
გახარებული ვარ, ბოლოს როგორც ვითამაშე, ეს ყველაფერი ნაკრებში უნდა გადავიტანო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო მატჩებში მინიმუმ, ისე ვითამაშოთ, როგორც წინა მატჩებში", - განაცხადა დავითაშვილმა.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი










