საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გამართული მატჩი პსჟ-სა და მარსელს შორის, მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 5:0 დასრულდა.
მატჩის შემდეგ, პარიზელთა თავკაცს ლუის ენრიკეს ჰკითხეს, აპირებს თუ არა გუნდის დატოვებას. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ენრიკეს მომავალზე ბევრი იწერება - ერთის მხრივ, პსჟ ესპანელ სპეციალისტს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, მეორეს მხრივ კი ენრიკე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
"ვტოვებ თუ არა პსჟ-ს? - გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს, აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ, ამიტომ ამაზე ჯერ არ ვფიქრობ", - განაცხადა ენრიკემ.
მოგეხსენებათ, ენრიკეს თავკაცობით გასული წელი პსჟ-ს ისტორიაში საუკეთესო გამოდგა - გუნდმა ყველა ტიტული მოიგო, მათ შორის ნანატრი ჩემპიონთა ლიგა.









