"აქ რამდენჯერმე გვაქვს ნათამაშები და ყოველთვის საოცარი ატმოსფეროა. მეტოქემ ბოლომდე იბრძოლა და რთული იყო მათი დამარცხება. შეხვედრა კარგად დავიწყეთ, თუმცა ერთი შეცდომა დავუშვით და კოპენჰაგენმა შანსი მაშინვე გამოიყენა. მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით, ბოლოს მესამე გოლიც გავიტანეთ და კომფორტული უპირატესობა მოვიპოვეთ."
"ტრავმის შემდეგ ვცდილობ, რომ კარგი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშო და სიამოვნება მივიღო. საკმაოდ გრძელი და რთული 6 თვე იყო, თუმცა ბედნიერი ვარ დაბრუნებით და გუნდის დახმარებით. ვფიქრობ, რომ კიდევ რამდენიმე მატჩი მჭირდება სასურველ ფორმაში შესასვლელად" - განაცხადა ბელგიელმა ფეხბურთელმა.
კევინ დე ბრუინმა მატჩში 1 გოლი და 2 ასისტი გაიფორმა. მანჩესტერ სიტის და კოპენჰაგენის განმეორებით შეხვედრა 6 მარტს, ინგლისში გაიმართება.









