ნაპოლის ბანაკიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება — როგორც მოსალოდნელი იყო, კევინ დე ბრუინის ტრავმა ძალიან მძიმე აღმოჩნდა, რის გამოც გამოცდილი ფეხბურთელი საკუთარ გუნდს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება. პირველადი ინფორმაციით, 34 წლის ნახევარმცველი 4-5 თვეს იუქმებს.
შეგახსენებთ, კევინ დე ბრუინმა უმძიმესი ტრავმა სერია A-ს ბოლო ტურში, ინტერის წინააღმდეგ მიიღო, რა დროსაც პენალტი ზუსტად შეასრულა და ფეხის უკანა კუნთი დაიზიანა.
ნაპოლი 8 ტურის შემდეგ სერია A-ს ლიდერია. ანტონიო კონტეს გუნდს 18 ქულა აქვს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "პარტენოპეის" 3 ტურის შემდეგ, 3 ქულა აქვს და 23-ე პოზიციაზე იმყოფება.









