დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც ნაპოლი ბარსელონას უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, კატალონიური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ფრენკი დე იონგმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"ხვიჩა კვარაცხელია ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და მატჩის ბედი გადაწყვეტა შეუძლია. მას ყველაფერი გამოსდის - მეტოქის მოტყუება, გოლის გატანა და ასისტის გაკეთება. კვარაცხელიას უნდა ვუფრთხილდეთ" - განაცხადა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა.
ნაპოლის და ბარსელონას დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება. აღნიშნულ შეხვედრაში ნეაპოლური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელის, ფრანჩესკო კალცონას დებიუტი შედგება.
Champions League
დე იონგი: "კვარაცხელიას მატჩის ბედი გადაწყვეტა შეუძლია"










