შემდეგ სეზონში, "ებრაელების" მწვრთნელად დაინიშნა მარსელ კაიზერი, თუმცა ახალ სეზონში ის ერიკ ტენ ჰაგმა შეცვალა. დიახ, ეს უკანასკნელი ერედივიზიის გრანდში მუშაობდა 4 წელი, მაგრამ "ღმერთის შვილების" აღზრდილი უკანახაზელი თანამემამულე თავკაცთან გატარებული 1 წლის შემდეგ, ტურინის იუვენტუსში გადავიდა.
"ბებერი ქალბატონის" ყოფილმა ოთხიანმა სამი სეზონის განმავლობაში იმუშავა მაურიციო სარისთან, ანდრეა პირლოსა და მასიმილიანო ალეგრისთან. შემდეგ, 25 წლის უკანახაზელის კარიერაში იყო მიუნხენის ბაიერნი: 2 სეზონი, 2 დამრიგებელი; იულიან ნაგელსმანი და ტომას ტუხელი. ბუნდესლიგაში დარჩენის შემთხვევაშიც კი, დე ლიხტი დაიწყებდა მორიგ სეზონს ახალ თავკაცთან: ვენსან კომპანისთან.
ბავარიაში დარჩენა, როგორც ვიცით, არ გამოვიდა - ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა. იქ მას დახვდა ნაცნობი ტენ ჰაგი, მაგრამ დიდი ხნით არც ის გაჩერებულა. სეზონის დაწყებიდან 3 თვეში, "წითელმა ეშმაკებმა" ის გაათავისუფლეს და რუბენ ამორიმი დანიშნეს.
ინტერნეტ სივრცეში უკვე ხუმრობენ იმის თაობაზე, რომ პორტუგალიელი მწვრთნელი უნდა იყოს ფრთხილად, რადგან მას გუნდში მატისი ჰყავს. ვნახოთ, რამდენ ხანს გასტანს "მანკუნიანელთა" ახალი დამრიგებლისა და მისი შეგირდის თანამშრომლობა.











