5 და 8 ივნისს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს ფარერებისა და კაბო-ვერდეს ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც ვილი სანიოლმა აღნიშნული მატჩებისთვის გამოიძახა.
სიაში 4 დებიუტანტია - დინამო თბილისის 16 წლის მცველი - საბა ხარებაშვილი, გორის დილას მეკარე დავით კერესელიძე, უკრაინული კოლოსის ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე და ხორვატული ისტრა 1961-ის თავდამსხმელი გიორგი გაგუა.
მეკარე: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გაგუა (ისტრა 1961, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი)









