ეროვნული ლიგის მე-9 ტური საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი მატჩით დაიხურა. ბათუმი არენაზე დინამო ბათუმმა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა.
პირველი ნახევარი იმერელთა აქტიურობით დაიწყო, თუმცა ბათუმელთა მეკარე ლაზარე კუპატაძე მოწოდების სიმაღლეზე იყო და 3 სეივი შემოგვთავაზა.
ტაიმის მიწურულს, კუპატაძე უკვე უძლური გახდა, როცა ტორპედოს ახალგაზრდა ფორვარდმა დიეგო დეისაძემ აუღებელი დარტყმით გახსნა ანგარიში.
მეორე ნახევარში გიორგი არაბიძემ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ჯერ სიმიჩს გაატანინა, შემდეგ კი მამუჩაშვილს და ტორპედომ 3:0 მოიგო.
9 ტურის შემდეგ, ტორპედოს 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს.









