"ბოლონიას თამაშებს ვერ ვადევნებ თვალს ხშირად, რადგან სულ საქმეებში ვარ. გავიგე, რომ მოტამ ძალიან კარგი გუნდი ააწყო. წარმატებებს ვუსურვებ მას, მაგრამ ბარსას მწვრთნელად ის არ განიხილება. რაც შეეხება მოურინიოს, ის ჩემი მეგობარია, მაგრამ მასთან დიდი ხანია არ მისაუბრია", - განაცხადა პორტუგალიელმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ხავი ერნანდესი კატალონიურ გუნდს დატოვებს. შემცვლელად მოიაზრებოდა არაერთი კანდიდატი, მათ შორის იყო "ლურჯ-წითლების" სპეციალისტიც, მაგრამ როგორც ვხედავთ, მისი კანდიდატურა გამორიციხა.









