13 აგვისტოს გაიმართება უეფას სუპერთასის შეხვედრა პსჟ-სა და ტოტენჰემს შორის, რომელიც იტალიის ქალაქ უდინეში შედგება.
ლუის ენრიკეს გუნდი ამ მატჩისთვის აქტიურად ემზადება და მათი მიზანია, რომ წელს კიდევ ერთი ტიტული მოიგონ.
პსჟ-ს ლიდერმა უსმან დემბელემ გუშინდელი ვარჯიში ვირუსის გამო გამოტოვა.
ვარაუდობენ, რომ დემბელე სუპერთასამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს და მატჩისწინა ვარჯიშზეც გუნდთან ერთად იქნება.









