2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვთ ქართველებს ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა (55 კგ) და ევროპის ვიცე-ჩემპიონი რამაზ ზოიძე (77 კგ) ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
ვახტანგ ლოლუა ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ემინ სეფერშაევს დაუპირისპირდება.
შარშანდელი ფინალი გამეორდება 77კგ. წონით კატეგორიაში, ევროპის ვიცე-ჩემპიონი რამაზ ზოიძე სომეხ მალხას ამოიანს შეხვდება, რომელიც ევროპის ოთხგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.
ევროპირველობაზე დღეს ბრინჯაოს მედლისთვის ფრიდონ აბულაძე (63 კგ) იბრძოლებს. ქართველი თურქ ქერემ ქამალს დაუპირისპირდება.
ასევე ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს სულხან ბუიძეს, რომელიც რეპეშაჟში იასპარეზებსდა გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოსთვის ბრძოლას გააგრძელებს.
ფინალური ბლოკი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.









