ევროპა ლიგა:
განთესილები: ატალანტა, ბრაიტონი, ლევერკუზენი, ლივერპული, რეინჯერსი, სლავია, ვილიარეალი, ვესტ ჰემი.
განუთესავები: მილანი, ბენფიკა, ფრაიბურგი, მარსელი, ყარაბაღი, რომა, სპარტა, სპორტინგი.
კონფერენს ლიგა:
განთესილები: ასტონ ვილა, ბრიუგე, ფენერბაჰჩე, ფიორენტინა, ლილი, თელ-ავივის მაკაბი, პაოკი, ვიქტორია პლზენი.
განუთესავები: აიაქსი, ზაგრების დინამო, მაკაბი ჰაიფა, მიოლდე, ოლიმპიაკოსი, სერვეტი, შტურმი, როიალ უნიონი.
წილისყრის შედეგად, განთესილი და განუთესავი გუნდები დაწყვილდებიან, თუმცა ერთი ქვეყნის გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან. ევროპა ლიგის წილისყრა 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო კონფერენს ლიგის - 16:00 საათზე.
1/8-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 7 მარტს, ხოლო განმეორებითი 14 მარტს გაიმართება, გამარჯვებულები კი შემდეგ ეტაპზე გავლენ. 1/4 ფინალის წილისყრა კი 15 მარტს ჩატარდება.









