"იყო რამდენიმე მომენტი, როცა შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ, რათა თამაში შემოგვეტრიალებინა. შანსები სწორად გამოიყენა ჩვენმა მეტოქემ და შედეგზეც აისახა. დასანანია, დღეს თბილისში რომ წავაგეთ. ერთი თამაში დაგვრჩა, ერთ კვირაში "ედინბურგს" დავუპირისპირდებით, ძლიერი და ლიდერი გუნდია, რა თქმა უნდა, მარტივი მატჩი არ იქნება, თან სტუმრად ვთამაშობთ," ვეცდებით ხარისხი ავწიოთ და უკეთესი თამაში ვუჩვენოთ, - განაცხადა ლუკა მატკავამ.

ჩელენჯ თასზე მორიგ მატჩს „შავი ლომი“ შოტლანდიაში „ედინბურგთან“ 19 იანვარს გამართავს.










