რომას თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ საუდის არაბეთის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა:
"საუდის არაბეთში უკანასკნელ წლებში უბრალოდ წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწიეს. ეს ეხება როგორც იქაურ კლუბებს, ისე თამაშის ხარისხსაც. რამდენიმე მატჩს ვუყურე და მართლაც აღფრთოვანებული დავრჩი.
ახალი თაობა ნამდვილად ფეხბურთით ცოცხლობს და სტადიონები ყოველთვის სავსეა. იქ არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის ჩემი რამდენიმე თანაგუნდელი არგენტინის ნაკრებიდან. ასევე, ძალიან მომეწონა იტალიის სუპერთასის მატჩები, რომლებიც საუდის არაბეთში გაიმართა. მოხარული ვარ, რომ იქ ასეთი კარგი სიტუაციაა.
რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე რომას ფეხბურთელი ვარ და ამ წუთას მხოლოდ ამ გუნდზე ვარ კონცენტრირებული. საუდის არაბეთის ჩემპიონატი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ლიგაა", - განაცხადა არგენტინელმა ფორვარდმა.
ფეხბურთის ქომაგებმა მის სიტყვებში ამოიკითხეს ერთგვარი მინიშნება იმის შესახებ, თუ სამომავლოდ სად გააგრძელებს კარიერას.











