სერია ა-ს 33-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი პარმაში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი იუვენტუსს დაუპირისპირდა. მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება სენსაციურად მასპინძელ გუნდს დარჩა. კრისტიან კივუს გუნდმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
პარმამ ამ გამარჯვების შემდეგ 31 ქულა მოაგროვა, რითაც მე-15 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება იგორ ტუდორის გუნდს, იუვენტუსი 59 ქულით, მე-5 პოზიციაზე დარჩა.
პარმა 1-0 იუვენტუსი
გოლი: 1-0 მატეო პელეგრინო 46'.
მატჩის მიმოხილვა









