"დავიდ ნერესი ახლა სულ სხვა ფეხბურთელია. ის ყველაზე გვიან შემოგვიერთდა, შესაბამისად, ადაპტაციისთვის დრო დასჭირდა, ახლა კი მან თავის ტკივილი გამიჩინა... ახალი დილემის წინაშე ვდგავარ, კვარაცხელია თუ ნერესი? ზოგიერთი სიტუაციის გათვალისწინებით, ამ კითხვას ხშირად ვსვამ, რადგან ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთისგან სხვადასხვა ასპექტში განსხვავდება. სხვაობა შესამჩნევია, როდესაც ისინი ბურთთან ერთად არიან, როდესაც დაცვას ეხმარებიან, როდესაც პრესინგს თამაშობენ და ა.შ.
ერთი თვის თავზე, ნერესზე იმის თქმა შემიძლია, რომ სასტარტოში თამაშის დაწყება შეუძლია, ჩემი მიზანი კი გუნდში ჯანსაღი კონკურენციის შექმნაა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ შეიძლება უფრო დიდ სათამაშო დროს იღებდე, მაგრამ შენს უკან სხვა ფეხბურთელებიც არიან, რომლებიც ბევრს შრომობენ და თამაშის სურვილი მათაც აქვთ.
თუმცა მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი ჯანსაღი კონკურენციაა წარმატების გასაღები. ნაპოლი წარმატებას სწორედ ასე მიაღწევს."
იტალიური პრესა მოახლოებული ტურის წინ სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობს — Repubblica-ს თუ დავუჯერებთ, ანტონიო კონტე ხვიჩა კვარაცხელიას დასვენებას და მის ადგილას დავიდ ნერესის დაყენებას გეგმავს. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ კვარაცხელიამ სანაკრებო პაუზის დროს 180 წუთი ითამაშა და დიდი დატვირთვა მიიღო.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი










