ეროვნული ლიგის მე-6 ტური რუსთავისა და დინამო ბათუმის მატჩით გაიხსნა, სადაც რუსთაველები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 3:0 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ეს ბათუმელთა პირველი მარცხი იყო მიმდინარე სეზონში.
პირვლეი უგოლო ტაიმის შემდეგ, 61-ე წუთზე ანგარიში იაკობიძემ გახსნა, 2 წუთში სხვაობა ორამდე ჟან სოუზა დე ალმეიდამ გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი ავთანდილ გუჯაბიძემ დააფიქსირა.
მოქმედმა ჩემპიონმა იბერიამ სამგურალი გოშთელიანისა და კაფეს გოლებით 2:1 დაამარცხა. წყალტუბოელებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იყო იბერიას მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი. სამგურალის მხრიდან ერთი გოლი ლაშა კვარაცხელიამ გაიტანა.
გორის დილასა და გაგრას მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მე-10 წუთზე ანგარიში ფარულავამ გახსნა, 22-ე წუთზე არსიჩმა გაათანაბრა და გაგრას მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.
ტურის ცენტრალური მატჩი ტორპედოსა და დინამო თბილისს შორის უგოლოდ დასრულდა. უგოლო მატჩი ვიხილეთ სპაერისა და მეშახტის მატჩშიც.
ეროვნული ლიგის მე-6 ტურის შედეგები
რუსთავი - დინამო ბათუმი 3:0
იბერია - სამგურალი 2:1
მეშახტე - სპაერი 0:0
დილა - გაგრა 1:1
ტორპედო - დინამო თბილისი 0:0









