ერთადერთი გოლი ბლესამ წულუკიძის საგოლე გადაცემით გაიტანა. მეტიც, ბოლო 10 წუთი მასპინძლები კაცნაკლულები იყვნენ, თუმცა დინამომ ანგარიში ვერ გაათანაბრა.
პირველი გოლი და პირველი 3 ქულა მოიპოვა ფოთის კოლხეთმა. კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა კარგ ფორმაში მყოფი სამგურალი სტუმრად აბუაშვილის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა - 0:1.
საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორედ გორის დილამ მოიგო. გორელებმა გარეკს მასპინძლეს, 2:1 გაიმარჯვეს და ლიდერთა შორის მოექცნენ.









