ჩვენი ინფორმაციით, თორნიკე ოქრიაშვილმა დინამო ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. ოქრიმ დინამოში 8 შეხვედრა ჩაატარა.
მის გარდა, თბილისური კლუბი გიორგი მოისწრაფიშვილმაც დატოვა. ჩვენი ინფორმაციით, მოისწრაფიშვილი კარიერას უცხოურ კლუბში გააგრძელებს.
ეროვნული ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრას დინამო ხვალ, სამტრედიას წინააღმდეგ გამართავს, ისინი 25 ქულით მე-7 პოზიციას იკავებენ.









