პირველ ნახევარში ფოთელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა სამტრედია კარს კარგად იცავდა და მასპინძლებმა გოლი ვერ გაიტანეს.
განსაკუთრებით დრამატული მეორე ტაიმი გამოდგა. კოლხეთის უპირატესობა გაიზარდა და მათ სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც სამტრედიელთა მეკარემ, ავთანდილ ლაბაძემ მოიგერია. რამდენიმე წუთში სამტრედიელთა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, ლაბაძე უძლური აღმოჩნდა. მატჩის მიწურულს აბუაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
დინამო თბილისმა კვლავ ვერ მოიგო. დინამოელები საკუთარ მოედანზე თელავს დაუპირისპირდნენ და რევანშის აღების მოტივით გამოვიდნენ, თუმცა მატჩი უგოლოდ დასრულდა. ბოლო წამზე დინამოს რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ თელავის მცველმა შესანიშნავი ვარდნით გუნდი მარცხისგან იხსნა.










