დინამო თბილისის ოფიციალური გვერდის ცნობით, კლუბმა 2 ტრანსფერი განახორციელა.
"ჩვენ გუნდს ლუკა ლაცაბიძე და აბდულაი იორო შემოუერთდნენ.
ორივე მოთამაშე გუნდში იჯარის წესით ჩაირიცხნენ. ლუკა დინამოს სეზონის ბოლომდე დაეხმარება, აბდულაიო იორომ კი 1 წლით დარჩება თბილისურ გუნდში.
იორო 18 წლის კოტ დიუვარელი ცენტრალური ნახევარმცევლია, რომელოც დინამოს თურქული ბაშაკშეჰირიდან შემოუერთდა", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის მომდევნო ტურის მატჩს დინამო თბილისი დინამო ბათუმის წინააღმდეგ ჩაატარებს.









