ეროვნული ლიგის ტურის გამორჩეული შეხვედრა ბათუმი არენაზე შედგა, სადაც ერთმანეთს დინამო ბათუმი და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ.
მატჩი თბილისელთა უპირატესობით დაიწყო, რაც ანგარიშზეც აისახა. პირველ ნახევარში კაკაშვილის გუნდმა სამი უპასუხო ბურთი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ დუბლი გომისმა შეასრულა, რომელმაც ყოფილ გუნდს გაუტანა.
მეორე ტაიმის სტარტზე ხოზრევანიძემ ერთი ბურთი გაქვითა. მე-60 წუთიდან მატჩი დაახლოებით 40 წუთით შეწყდა, რადგან დინამო ბათუმის მცველი გაიტ უაჰაბი მძიმე შეჯახების შედეგად უგონოდ დაეცა და სასწრაფო დახმარების ჩარევა გახდა საჭირო.
თამაშის განახლების შემდეგ, ბევრი არაფერი შეცვლილა. ჩიქოვანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და თბილისს 4:1 მოაგებინა.









