შეხვედრაში ანგარიში ნიკა ნინუამ ულამაზესი დარტყმით გახსნა. ნინუამ გოლს ასისტიც დაუმატა და ლეო ასუნსეუს გაატანინა. ბოლო 5 წუთში ასპარეზი აკადმიის მოთამაშეებს დაეთმოთ და ჯერ სალიამ გაიტანა, ბოლოს კი ოდიკაძემ.
მარტივი გამარჯვება მოიპოვა იბერიამაც. მოქმედმა ჩემპიონებმა კოლხეთი 4:0 გაანადგურეს. გიზო მამაგეიშვილმა ანგარიში გახსნა, რასაც იური ტაბატაძის ზუსტი პენალტი მოჰყვა. თავიანთი გოლები დორასი კლასიმ და ივა გელაშვილმაც გაიტანეს.
ტორპედოს მოუგებელი სერია 5 მატჩამდე ავიდა. ქუთაისელები საკუთარ მოედანზე სამგურალს დაუპირისპირდნენ და ფრედ 1:1 ითამაშეს. ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა დილასა და დინამო ბათუმის შეხვედრაშიც.
ეროვნული ლიგის მე-6 ტურის ბოლო შეხვედრა ხვალ, თელავსა და გარეჯს შორის გაიმართება.









