პარალელურად, ფოთის კოლხეთმა გაგრას უმასპინძლა, თუმცა მორიგი ცუდი მატჩი ჩაატარა და 0:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 4 მატჩში კოლხეთს ჯერ გოლიც კი არ აქვს გატანილი.
საინტერესო და დაძაბული გამოდგა სამგურალისა და იბერიას მატჩი. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა.
გორის დილამ საკუთარ მოედანზე თელავი ანგარიშით 6:1 გაანადგურა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი შოთა შეყილაძე იყო, რომელმაც ყოფილ გუნდს ჰეთ-თრიკი შეუსრულა.
ტური ცენტრალური მატჩით დაიხურა. დინამო ბათუმმა ტორპედოს უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი შეცვლაზე შემოსულმა რევაზ ინჯგიამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისელებმა ზედიზედ მე-4 თამაში დათმეს.









