იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ს ტოვებს. ეს ინფორმაცია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დაადასტურა.
დონარუმა კლუბის განაცხადში არც სუპერთასის მატჩში იყო და არც საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ მატჩშია.
თუმცა გუშინ დონარუმამ პსჟ-სთან ერთად მაინც ივარჯიშა. ის კვლავ გუნდთან ერთადაა და ცდილობს, ფორმა შეინარჩუნოს. თან, კონტრაქტის თანახმად, ის ვალდებულია, რომ სანამ პსჟ-ს წევრია ვარჯიშებზე გამოცადდეს.
თავის მხრივ, დონარუმა მანჩესტერ სიტისგან მწვანე შუქს ელოდება, რომ ტრანსფერი ჩიხში შევიდეს. მოგეხსენებათ, დონარუმას შეძენით ყველაზე აქტიურად სწორედ გვარდიოლას გუნდი ინტერესდება.









