მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა ჯანლუიჯი დონარუმას მანჩესტერ სიტიში ტრანსფერი შეაფასა. ინგლისელმა ექს-ფლეიმეიქერმა აღნიშნა, რომ იტალიელი გოლკიპერის "ქალაქელთა" შემადგენლობაში გადასვლა შესაძლოა შეცდომა აღმოჩნდეს.
"გუარდიოლას ფეხბურთის გათვალისწინებით, დონარუმას მან სიტიში გადასვლა ძალიან უცნაური ტრანსფერია. ძალიან მიყვარს ჯანლუიჯი და იუნაიტედში მას მოვიყვანდი ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს ან ხვალ. 40 მილიონად ეს არის უბრალოდ დაუჯერებელი ტრანსფერი.
არსებობს ერთი პრობლემა - პეპის გუნდის მეკარე აუცილებლად უნდა თამაშობდეს ფეხებით კარგად. დიახ, მის გუნდში კარის დარაჯი პრაქტიკულად შუახაზელია. იტალიელი გოლკიპერი არ არის ძლიერი ფეხით თამაშში და აქედან გამომდინარე, მისი "ქალაქელებში" ტრანსფერი შესაძლოა შეცდომა აღმოჩნდეს."









