ჯანლუიჯი დონარუმასა და პარის სენ-ჟერმენის ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება. მხარეები ვერ შეთანხმდნენ ახალ კონტრაქტზე, რის შედეგადაც იტალიელი გოლკიპერი ეძებს კლუბს, რომელიც მოთხოვნილ ფინანსურ პირობებს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება მის შემცვლელს, მილანის ყოფილ კარის დარაჯს პსჟ-ში ლუკას შევალიე შეცვლის.
თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მეკარე, რომლის სანაცვლოდაც "ლურჯ-წითლები" ლილს 40 - 45 მილიონ ევროს გადაუხდიან. საინტერესოა, ფრანგმა გოლკიპერმა უკვე მოასწრო ქართველი ლეგიონერების წინააღმდეგ თამაში, თანაც არაერთხელ. სამმა მათგანმა მის კარში გოლის გატანაც შეძლო.
პირველმა ეს გააკეთა გიორგი მიქაუტაძემ, როდესაც ის ამსტერდამის აიაქსიდან მეცში დაბრუნდა. ლიგა 1-ის 2023/2024 წლების სეზონის მიწურულს "მასტიფებმა" "ლე გრენას" სტუმრად მოუგეს 2:1 და მასპინძლების მხრიდან ის ერთადერთი ბურთი სწორედ ქართველმა ფორვარდმა შეაგდო.
იმ სეზონის შედეგების მიხედვით, ნორული გუნდი მოხვდა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც შტურმ გრაცსაც დაუპირისპირდა. ის მატჩი დასრულდა 3:2, მორუას ბინადრების სასარგებლოდ, "შავ-თეთრების" მხრიდან კი პირველი ბურთი ოთარ კიტეიშვილმა შეაგდო. ბოლოს კი ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც ლუის ენრიკეს გუნდის მომავალი გოლკიპერის კარი სენტ-ეტიენის მოთამაშის რანგში აიღო.
მიმდინარე წლის თებერვალში ლილმა "ლე ვერტი" გაანადგურა 4:1, ის ერთადერთი გოლი ქართველი გარემარბის ანგარიშზეა. 23 წლის მეკარეს წინ ელის შეხვედრა კიდევ ერთ "ჯვაროსანთან", მაგრამ ამჯერად თანაგუნდელის რანგში. საუბარია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, რომელიც პარკ დე პრენსზე იანვარში გადავიდა.









