შეხვედრა მასპინძლებისთვის კარგად დაიწყო — მე-5 წუთზე დევიდმა აიღო მეტოქის კარი და ლილი დააწინაურა. მეორე ტაიმის დებიუტში, 54-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან ჩანმა გაათანაბრა, ხოლო ზუსტად 9 წუთში ბაიერმა გამოიჩინა თავი და დორტმუნდმა 1/4 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ლილი 1-2 დორტმუნდი
გოლები: 1-0 დევიდი (5'), 1-1 ჩანი (54'), 1-2 ბაიერი (65')
დორტმუნდის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში კატალონიის ბარსელონა იქნება, რომელმაც ბენფიკას ორი მატჩის ჯამში 4-1 მოუგო.









