ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში სეზონის პირველი ელ კლასიკო გაიმართა, სადაც რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ მატჩში 2-1 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა — თავი კილიან მბაპემ გამოიჩინა და მასპინძლები დააწინაურა. 38-ე წუთზე ფერმინ ლოპესმა გაიტანა გოლი და ანგარიში გაათანაბრა. 43-ე წუთზე, ბარსელონას კარი ჯუდ ბელინგემმა აიღო და საბოლოო ანგარიში, 2-1 დააფიქსირა.
რეალი 2-1 ბარსელონა
გოლები: 1-0 მბაპე (22'), 1-1 ლოპესი (38'), 2-1 ბელინგემი (43')
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, რეალს 27 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში პირველობა გაიმყარა, ხოლო ბარსელონა 22 ქულით მეორე ადგილს იკავებს. სამეფო კლუბი მომდევნო ტურში ვალენსიას უმასპინძლებს, ბლაუგრანა კი საკუთარ მოედანზე ელჩეს მიიღებს.
ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ელ კლასიკოს შემდეგ









