შეხვედრის ანგარიში დებიუტშივე, მე-3 წუთზე გაიხსნა - თავი მასპინძელთა ლეგიონერმა, ონორე გომისმა გამოიჩინა. 28-ე წუთზე ფელიპე პირესმა აღადგინა წონასწორობა, ხოლო 41-ე წუთზე, სტუმართა შემტევმა, ბიორნ იონსენმა თერთმეტმეტრიანით აიღო მეტოქის კარი და პირველი ტაიმი ტორპედომ 2:1 ანგარიშით დაასრულა.
ბათუმის დინამომ წონასწორობა მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე აღადგინა - პედრო მონტეირომ ავტოგოლი გაიფორმა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე კი თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა ზუსტად შეასრულა და ბათუმის დინამომ ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო.
5 ტურის შემდეგ, ბათუმის დინამო უდანაკარგოდ ასპარეზობს და სატურნირო ცხრილს 15 ქულით ლიდერობს. ქუთაისის ტორპედო კი 6 ქულით მე-5 ადგილზეა. შემდეგ ტურში ბათუმური კლუბი სტუმრად იბერია 1999-სთან ითამაშებს, ხოლო ქუთაისელები საკუთარ მოედანზე ფოთის კოლხეთს მიიღებენ.
ფოტო: FC Dinamo Batumi









