საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური შეხვედრა პარიზში შედგა, სადაც ერთმანეთს პსჟ და სტრასბურგი დაუპირისპირდნენ.
ანგარიში ბარკოლამ გახსნა, თუმცა სტრასბურგმა პირველივე ტაიმში შეძლო ჯერ წონასწორობის აღდგენა, შემდეგ წინ გასვლა. პანიჩელიმ მეორე ტაიმის სტარტზე დუბლი გაიფორმა.
58-ე წუთზე გონსალო რამოშმა სხვაობა შეამცირა, მოქმედი ჩემპიონები კი წაგებას მაიულუმ გადაარჩინა და მატჩი 3:3 დასრულდა.
პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა
8 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზეა.
პსჟ - სტრასბურგი 3:3
გოლები: ბარკოლა 6' პანიჩელი 26' მორეირა 41' პანიჩელი 49' რამოში 58' მაიულუ 79'









