ბოლო პერიოდში, უოტფორდი ძალიან ცუდ ფორმაშია და უკვე მე-9 პოზიციაზეა, თუმცა ეს ჩაკვეტაძის თამაშზე არ აისახება.
35-დან 29 ზუსტი გადაცემა, 3-ჯერ დაჯარიმებული მცველები, 12-დან 9 მოგებული ორთაბრძოლა და 4 წარმატებული დრიბლინგი - ეს ჩაკვეტაძის დღევანდელი მონაგარია.
ტრადიციულად, დღევანდელ შეხვედრაში მან თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი, 7.7 შეფასება მიიღო.









