საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის 2025 წლის სეზონი რუსთავში, მე-5 ეტაპით დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც გიორგი გრიგალაშვილი გახდა.
გიორგი გრიგალაშვილი მე-5 ეტაპის მოგების შემდეგ, დრიფტის სერიების 2025 წლის სეზონის ჩემპიონი გახდა — ის 5 ეტაპიდან სამის გამარჯვებული გახდა, ხოლო ერთხელ მეორე ადგილზე გავიდა.
2026 წლის სეზონში მეორე პოზიცია ერთადერთმა გოგო მონაწილემ, ევა ივანოვმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე გასული წლის ჩემპიონი, ირაკლი შალიკაშვილი გავიდა. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური პრობლემების გამო, მან დღევანდელ ეტაპზე მონაწილეობა ვერ მიიღო.
დღევანდელი ეტაპით დასრულდა 2025 წლისBetlive Racing Season და ახალი სეზონი ტრადიციულად აპრილში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დრიფტით დაიწყება.
ფოტო: საქართველოს დრიფტის სერიები









