მიუხედავად მარცხისა, მეცის ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.
პირველ ტაიმში მიქაუტაძემ მომენტი თავად შეიქმნა, მეტოქე გუნდის რამდენიმე მოთამაშე მოატყუა, კარში დაარტყა, თუმცა ბურთი მცველებმა გამოიტანეს.
სამაგიეროდ, მან მეორე ტაიმში გაიბრწყინა და 6-წუთიან მონაკვეთში დუბლი გაიფორმა. მიქაუტაძემ ბრესტის კარი 74-ე და მე-80 წუთებზე აიღო.
28 ტურის შემდეგ, მიქაუტაძის მეცს მხოლოდ 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.









